არალეგალური კოსმონავტიკა ლიბერტარიანული პროგრამაა. ის ეფუძნება მტკიცებულებას რომ ნამდვილი თავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ კოსმოსური მასშტაბების გათვალისწინებით. ჩვენი პატარა პლანეტა რომელიც დაყოფილია მამრი ცხოველების მიერ საზღვრებად და დაპირისპირებულ სახელმწიფოებად - ძალიან ძველი და მოსაწყენი სპექტაკლია. საკუთარი თავის გადაფასება და ნამდვილი ეგზისტენციალური რენესასნსი იწყება კოსმოსის უსასრულო მასშტაბების გააზრების შედეგად. ჯერჯერობით კოსმოსი ერთადერთი სივრცეა რომელიც არცერთ სახელმწიფო აპარატს არ ეკუთვნის და არავის შეიძლება ქონდეს მონოპოლია ზეცაზე ჩვენს თავებს ზევით, თუმცა ახლო კოსმოსის სახელმწიფო მონოპოლიზირების პროცესი უკვე დაწყებულია. საომარი პროცესების კოორდინირება თანამგზავრებიდან, საზოგადოებრივი თვალთვალი თანამგზავრებიდან, ატომური იარაღის კოსმოსურ თანამგზავრებზე განთავსების პროგრამა.. ჩვენ თვითონ ვიშენებთ უზარმაზარ პლანეტარულ ციხეს, პლანეტარულ ოსვენციმს პატრიარქალური იერარქიით, უსაზღვრო სახელმწიფო კონტროლით და ჩაკეტილი ზეცით. ამას ასევე ხელს უწყობს ტოტალური ადამიანური შეზღუდულობა და აბსტრაგირების უუნარობა. ტოტალური ამნეზია იმის ტუ სინამდვილეში სად ვართ, რა ცოტა ხნით ვართ და რომ დედამიწა შეუჩერებლივ დაფრინავს კოსმოსში სადაც ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს ნებისმიერი ინციდენტი და რომ კოსმონავტიკა არ არის უცნაური ახირება, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ისედაც ვართ კოსმონავტები რამდენადაც მთელი ცხოვრება ისედაც ვართ კოსმოსში!!!!!
ყოველ დროში არსებობდნენ ადამიანები რომლებიც საკუთარ თავზე იღებდნენ კვლევას და პასუხისმგებლობას ამ კვლევაზე, ყოველ დროში არსებობდნენ ადამიანები რომლებიც გვერდს უვლიდნენ კონტროლის მექანიზმებს და "ცდილობდნენ მოეპარათ ცეცხლი ღმერთებისგან რათა დაებრუნებინათ ის ისევ ადამიანებისთვის."
არალეგალური კოსმონავტიკა ნიშნავს შინაგანი და გარე კოსმოსის კერძო, დამოუკიდებელ კვლევას, ჩვენ ვფიქრობთ რომ თუ ყოველი მეხუთე ადამიანი ერთხელ მაინც დაფიქრდება კოსმისის კვლევის საკუთარ გეგმაზე - ჩვენ მივიღებთ გაცილებით მეტ კრეატიულ და ფანტასტიკურად საინტერესო იდეებს ვიდრე კოსმოსის კვლევის სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც თავისმხრივ ასეტი კერძო კვლევების შედეგად გაჩნდნენ.
ამ გვერდზე ჩვენი იდეების წარმოჩენი გარდა ჩვენ შევეცდებით ერთად შევაგროვოთ მთელი ის "არალეგალური" გამოცდილება რომელიც არსებობს უკვე მსოფლიოში: ავტონომიური ასტრონავტების ასოციაცია, მეოცე საუკუნის დასაწყისის რუსული ბიოკოსმიზმი, რუსული კოსმიზმი, კოსმოსური თემატიკის ფანტასტი მწერლები საინტერესო იდეებით, მოყვარული რაკეტისმშენებლები და ა.შ.
გახდი ხვალინდელი ზეცის გმირი!
გახდი არალეგალი კოსმონავტი!
Tuesday, July 21, 2009
ხვალინდელი ზეცის გმირი
Subscribe to:
Post Comments (Atom)



0 comments:
Post a Comment