Cosmonautica 2.0

Space is our church, the stars our windows, our dreams navigate pathways.

Wednesday, October 28, 2009

Stellarium-- უფასო პლანეტარიუმი საკუთარ კომპიუტერში

სტელარიუმი უფასო, Open Source პროგრამაა.
მინი პლანეტარიუმი - მშვენიერი სახელმძღვანელო და გასართობი ახალგაზრდა კოსმონავტისთვის.

ის ასახავს რეალურ ცას.
600 0000ზე მეტი ვარსკვლავი, მზის დაბნელების სიმულაცია, მეტეორები, დროის მსვლელობის კონტროლი, დამატებითი კატალოგები მილიონობით ვარსკვლავით, პლანეტები და მათი თანამგზავრები, თანავარსკვლავედები მსოფლიოს 11 კულტურის მიხედვით, მრავალენოვანი ინტერფეისი...
სტელარიუმს იყენებენ ნამდვილ პლანეტარიუმებში!

შეგიძლიათ დაამატოთ საკუთარი კოსმიური ობიექტები, სცენარები, თანავარსკვლავედთა გამოსახულებები.


შეიყვანე საკუთარი კოორდინატები და პლანეტარიუმი რეალურ დროში გაჩვენებს მთელი უსასრულო სამყაროს და მილიონობით ვარსკვლავის განლაგებას შენს გარშემო..



პროგრამა ვრცელდება OpenGL ლიცენზიით რაც გულისხმობს იმას რომ პროგრამა უფასოა, მისი გავრცელებაა თავისუფლად შეიძლება ნებისმიერი მიზნით, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია გამოიკვლიოს როგორაა დამზადებული პროგრამა, დაშალოს და გააუმჯობესოს და გაავრცელოს გაუმჯობესებული ვარიანტი.

კოსმონავტო!
გადაწერე პროგრამა აქედან.

წაიკითხე პროგრამის მოხმარების შესახებ აქ (english) და აქ (geo).


დააყენე პროგრამა და შეისწავლე სამყარო!
openGL ლიცენზიით იქნება დამზადებული ჩვენი პირველი რაკეტებიც! :)

0 comments: