Cosmonautica 2.0

Space is our church, the stars our windows, our dreams navigate pathways.
Showing posts with label დამოუკიდებელი კოსმონავტიკა. Show all posts
Showing posts with label დამოუკიდებელი კოსმონავტიკა. Show all posts

Friday, December 17, 2010

21-ე საუკუნის მოქალაქე ასტრონავტები [ვიდეო]

მოკლე, მაგრამ საინტერესო ვიდეო ევოლუციის ახალი, კოსმოსური ეტაპის შესახებ.

იყო თუ არა ნილ არმსტრონგის მიერ მთვარეზე პირველი უსუსური ნაბიჯები ისეთივე დიდი მოვლენა ევოლუციურ განვითარებაში, როგორც ჩვენი თევზი წინაპრების პირველი უსუსური მცდელობები ხმელეთზე გადმოსვლის.
გავხდებით თუ არა ახალ საუკუნეში მოქალაქე ასტრონავტები?
ციოლკოვსკი წერდა დაახლოებით ასეთ რამეს --
"დედამიწა კაცობრიობის აკვანია, მაგრამ შეუძლებელია მუდმივად აკვანში ცხოვრება"

თანამედროვე - აჩქარებული, მზარდი ტექნოლოგიური განვითარების შედეგად,
როცა უკვე გაჩნდა პირველი არა-სახელმწიფო, კომერციული space-ორგანიზაცია
უკვე გაცილებით თამამად შეიძლება საუბარი ამ ტემებზე, ვიდრე წარსულ ათწლეულებში ან ეპოქებში.

ახალი ტექნოლოგიების და უდიდესი ოცნებების შერწყმით - "ევოლუციური აგენტები", მოწინავე დედამიწელები ცდილობენ თვით-ტრანსფორმირებას.
მოხალისეებისთვის ყველა კარი ღიაა.




ვიდეო ეკუთვნის საიტს --> Spacecollective.org

Monday, October 18, 2010

ბრუკლინის დამოუკიდებელი მისიის პირველი ვიდეო


რამდენიმე ბრუკლინელმა მეგობარმა დააარსა კოსმოსის კვლევის საკუთარი, ურბანული პროგრამა, როგორც მათ საიტზე წერია მათ ინტერესებში შედის: "მეცნიერული ექსპერიმენტები, ინჟინერია, დიზაინი და განათლება".

მათივე საიტიდან შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ შემდეგ მისიას:

ქვემოთ მოყვანილ ვიდეოში კი შეგიძლიათ დატკბეთ პირველი მისიის შედეგებით, რომლისთვისაც გამოყენებული იყო: ერთი ბუშტი, ერთი აიფონი, ერთი HD კამერა

Homemade Spacecraft from Luke Geissbuhler on Vimeo.